საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება მას სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება, რაც დამტკიცების შემთხვევაში, 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოცხადებული აქვს შიმშილობა და აცხადებს, რომ ნარკოტიკი, რომელიც ნივთმტკიცების სახით დევს საქმეში, მას პოლიციელებმა ჩაუდეს. საუბარია 3 გრ. ნივთიერება ალფა პვპზე. დღეს მოსამართლე აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. ადვოკატი მის დაკავებას პოლიტიკურ საკითხს უკავშირებს, კერძოდ, რომ ახობაძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ აქტიური მხარდამჭერია და აქციებზეც ეხმარება მოქალაქეებს.
შეგახსენებთ, ანალოგიური ბრალდებით პოლიციამ ასევ დააკავა პროფესიით ჟურნალისტი და ახლა აქციების აქტივისტი ნიკა კაცია, რომელსაც უკვე შეეფარდა აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა.
ხატია ჯამალაშვილი მუშაობს სასამართლოში, ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.