სასამართლო ომარ გამყრელიძის საქმეზე დღეს იმსჯელებს

12:01, 05.05.2019

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დღეს 85 წლის ომარ გამყრელიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ომარ გამყრელიძეს, რომელმაც 3 მაისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და მეზობელი დედა-შვილი მოკლა, ხოლო მეუღლე მძიმედ დაჭრა, თელავში პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი გუშინ წარედგინა.

ბრალდებულს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს, რომელსაც გუშინ უკვე გადაეცა საქმის მასალები. ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. მას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით გაასამართლებენ.

მსგავსი