სასამართლო მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულთა საქმეზე მსჯელობს

18:15, 29.01.2018

ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული პირებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

საქმე მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე მომხდარ ინციდენტს და დაკავებულ ორ პირს ეხება. მათი ინტერესების დამცველები პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ.

ერთ-ერთი მათგანის ადვოკატმა უკვე მიმართა მეტროს ადმინისტრაციას და ვიდეოჩანაწერები გამოითხოვა. თუმცა, როგორც ადვოკატი აცხადებს, მან უარი მიიღო.

საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა. ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა.

მსგავსი