თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 50 000 ლარის შეფარდებას ითხოვს. როგორც პროკურორმა განაცხადა, მელია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2 აპრილს გამოკითხვაზე არ გამოცხადდა, რითაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ბრალდების მხარე მელიას მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე საუბრობს.
მისივე თქმით, მელია გირაოს ქვეშ იმყოფებოდა და დაარღვია. დაცვის მხარის განცხადებით, მელია პარლამენტს და მის დროებით საგამოძიებო კომისიას ლეგიტიმურად არ მიიჩნევს და თვლის, რომ
კანონი არ დაურღვევია. ადვოკატის განცხადებით მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რადგან 9-წლიანი პატიმრობის მუხლის შემთხვევაშიც მელია არ მიმალულა და აღკვეთის გარეშე დარჩენა მოითხოვა.