სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილის უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ასაჩივრებენ. ადვოკატის განცხადებით, მოთხოვნას სასამართლოში დღის მეორე ნახევარში შეიტანენ. შეგახსენებთ, რომ ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში შეიჭრა და 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელის მოთხოვნები სოციალური ხასიათის იყო – აიკრძალოს სათამაშო ბიზნესი, დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და გაიაფდეს მედიკამენტები.