ამ წუთებში სასამართლო დავით ჯიჯეიშვილისა და კიდევ შვიდი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმე საკმაოდ მოცულობითია და ბრალდების მხარე დაკავებულებს რამდენიმე მუხლს ედავება. ბრალდებულებიდან ხუთ პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, ორ პირს გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. კუკავას განზრახ მკვლელობაში კი ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილია.
აღიარებენ თუ არა ბრალს და ვინ იყენებს დუმილის უფლებას? – მცხეთის რაიონულ სასამართლოში მაკა ლაშხია მუშაობს.