აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით წესრიგდება სასაფლაოები და მიმდებარე ტერიტორიები. ადგილები მუშავდება ბალახის საწინააღმდეგო ხსნარით , იხრეშება გზები და იკაფება ბუჩქნარი. დღესასწაულამდე გეგმაშია ყველა მუნიციპალური სასაფლაოს მოწესრიგება. სამუშაოები პრემიერ-მინისტრის დავალებით მიმდინარეობს.