სარწყავი წყლის პრობლემა შიდა ქართლში

სოფელი, რომელსაც სარწყავი წყალი 30 წელია არ აქვს. კოდავარდისუბნის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სამელიორაციო ინფრასტრუქტურა უკვე წლებია განადგურებულია. მოსახლეობა ადრე ხეხილის ბაღებსა და ვენახებს უვლიდა, ახლა კი თავს ძირითადად მესაქონლეობით ირჩენენ. ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა სოფელი დატოვა.

ადგილობრივების პრობლემების შესახებ ნინო ფისაძე და მიხეილ ჯანეზაშვილი გიამბობთ.