სარწყავი წყლის მიწოდება ფერმერებისთვის
სარწყავი წყლის სასურველ პერიოდში მისაღებად, ფერმერებმა „საქართველოს მელიორაციის“ ადგილობრივ სერვისცენტრებს შესაბამისი განაცხადებით უნდა მიმართონ.
წყალმომარაგების განრიგის შეთანხმება, მოქმედ გრაფიკში ცვლილებების შეტანა ან მისი გაუქმება აბონენტებს უკვე იუსტიციის სახლშიც შეუძლიათ. სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს მელიორაციის სამსახური სარწყავი წყლის მიწოდებას. ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. გორის მუნიციპალიტეტში სარწყავ არეალში მოქცეული მიწის ფართობების რაოდენობა, დაახლოებით 7800 ჰექტარს შეადგენს. მელიორაციის სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის სარწყავი წყლის მისაღებად, კომპანიასთან ხელშეკრულება 15 ათასმა აბონენტმა უკვე გააფორმა.
გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე მოგიყვებით, როგორ უზრუნველყოფს კომპანია სარწყავი წყლის მიწოდებას და რა სირთულეებს ხედავს ამ პროცესში მოსახლეობა.