სარწყავი სისტემების პროექტები კახეთში
კახეთში სარწყავი სეზონი დაიწყო. დღევანდელ ღონისძიებაზე შეჯამდა ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომელთა შედეგად რეგიონში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. წყალსაცავების ფუნქციონირებას და მელიორაციის სისტემების მოწესრიგებას მოსავლის გაზრდის მთავარ პირობად მიიჩნევენ ფერმერები, რომლებიც უკვე წლებია, ამბობენ, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. რეპორტაჟი გურჯაანიდან.