სარწყავი სისტემების გაუმჯობესების გეგმა
რა მდგომარეობაშია სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და რა კეთდება სასოფლო სამეურნეო მიწებისთვის საჭირო წყლის მარაგების ზრდისთვის – გლობალური დათბობით გამოწვეული, გახშირებული გვალვების გათვალისწინებით, სარწყავი წყლის პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც. გამართული საირიგაციო სისტემა, რომ მაღალი მოსავლიანობისთვის გადამწყვეტი კომპონენტია, ამაზე როგორც ფერმერები, ისე პასუხისმგებელი უწყებები თანხმდებიან. სარწყავი სისტემების ეფექტური ფუნქიციონირებისთვის უკვე არაერთი პროექტია განხორციელებული, თუმცა როგორც ირკვევა, გამოწვევები მაინც რჩება. მათ შორის წყლის მარაგების კუთხითაც.
რა პროექტებს გეგმავს საქართველოს მელიორაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი წყლის რესურსის გონივრული მოხმარება – შალვა სუმბაძე გიამბობთ.