სარკინიგზო კატასტროფა თურქეთში

მორიგი მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა თურქეთში.

ჩქაროსნული მატარებლის ლოკომოტივთან შეჯახების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოებში კი მკურნალობის კურსს 47 პირი გადის. მათგან რამდენიმე სიკვდილს ამ დრომდე ებრძვის.

მომხდართან დაკავშირებით ანკარის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და სამი პირი დააკავა.

მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია სატრანსპორტო სამსახურის შეცდომების შესახებ იუწყება.