სარკინიგზო ინციდენტი სოფელ არდაგანთან

ბორჯომ – ბაკურიანის მატარებლი სოფელ არდაგანთან რელსებიდან გადავიდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ამ დროისთვის გარვცელებული ინფრომაციით, კატასტროფის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„მოამბე“ საქართველოს რკინიგზასთან ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისათვის მომხდარის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

ჩვენი გადამღები ჯგუფი ინცინდენტის ადგილზე მიდის და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე  შემოგთავაზებთ.