სარკინიგზო კატასტროფა ესპანეთში 

21:49, 29.10.2026

საბედისწერო მგზავრობა მადრიდიდან სევილიისკენ.

70-მდე დაღუპული და ათეულობით დაშავებული – ესპანეთში სამდღიანი გლოვაა. ტოლედოს პროვინციაში მადრიდისა და სამხრეთ ანდალუსიის დამაკავშირებელი ხაზი სარკინიგზო კატასტროფის ადგილად იქცა. ახლა გამოძიება ადგენს, რატომ მისცა მატარებლების მართვის ცენტრმა ერთ-ერთ სწრაფმავალ მატარებელს სიჩქარის შეუზღუდავად მოძრაობის გაგრძელების უფლება მაშინ, როცა იმავე ხაზზე მოძრავი მეორე სწრაფმავალი მატარებელი კომპიუტერული ხარვეზის გამო წინ იყო გაჩერებული. წინასწარ ვერსიად უსაფრთხოების სისტემაში შესაძლო გაუმართაობა და ადამიანური შეცდომა განიხილება. უმძიმეს ტრაგედიას მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

მსგავსი