ბათუმში, ბარცხანაში, 8 აპრილს მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ლიანდაგი, სადაც დათუნა დაიღუპა, შემოსაზღვრული არ არის, აქ არც გამაფრთხილებელი ნიშნებია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს უბედური შემთხვევის პირველი ფაქტი არ არის. სკოლაში ასობით ბავშვი სწავლობს, რომლებიც თითქმის ყოველდღე გადადიან ლიანდაგზე. არც შუქნიშანი დგას, არც გამაფრთხილებელი წარწერებია, რომელიც ბავშვებს, ან თუნდაც მოზარდებს შეახსენებს, რომ ლიანდაგზე გადასვლისას სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან აქ მატარებელი მოძრაობს.
რა პასუხი აქვს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს ნახეთ – მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟში #მოამბერეგიონები