სარფში იემენის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

ორი პირია დაკავებული სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით.

იემენის მოქალაქეები სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, სარფში აიყვანეს.

ბრალდებულები საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთში გადასვლას ცდილობდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.