სარფში ერთი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი აიყვანა პოლიციამ. მისი დაკავება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, საბაჟო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში მოხდა.

სამართალდამცველებმა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“15 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.