სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სამი ადამიანი დაშავდა

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სამი ადამიანი დაშავდა. დაზიანებები საქართველოს ერთმა და თურქეთის ორმა მოქალაქემ ხარაჩოს ჩამოვარდნის შედეგად მიიღეს. დაზარალდნენ სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მამაკაცი და ხარაჩოსთან ახლოს მყოფი დედა-შვილი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის მსუბუქი მოტეხილობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.