სარფის მონაკვეთის მშენებლობა იწყება
აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გზის ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულება ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიას შორის გაფორმდა. საუბარია თითქმის 11 კმ-იან მონაკვეთზე. ახალი გზა მაგისტრალური დერეფნის დასავლეთის ბოლო მონაკვეთია. იგი ბათუმის შემოვლით გზას საქართველოსა და თურქეთის საზღვართან დააკავშირებს და ქვეყნის გავლით ევროპისა და აზიის სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.