სარფის ახალი საბაჟო

საქართველოდან თურქეთისკენ ან პირიქით მომავალ მგზავრებს გაუმჯობესებული პირობებით მოემსახურებიან.

სარფში თურქეთის მხარეს ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნა. შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. გაზრდილია გამსვლელი დერეფნების რაოდენობა, რაც მგზავრთა რეკორდული ნაკადის დროს შეფერხების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. 45 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე სამოქალაქო და ტრანსპორტის გასასვლელები ერთმანეთისგან განცალკავებულია.

მერაბ წულუკიძე აშუქებდა ახალი შენობის გახსნის ცერემონიას, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობათა წევრები დაესწრნენ.