სარესტორნე ბიზნესის გადაწყვეტილება

ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მიუხედავად, შაბათს რესტორნების მფლობელები ობიექტების თვითნებურად გახსნას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა გააკეთა. თუმცა, რომელი რესტორნები გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას, ჯერ უცნობია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით აგრძელებენ მუშაობას. გამონაკლისია აჭარა, სადაც 1-ელი თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება დაშვებულია.

სექტორი გახსნას ითხოვს და პროტესტის ნიშნად, 200-მდე რესტორანმა 30 იანვარს 24 საათით გატანის სერვისით მუშაობაზეც უარი განაცხადა. ამასთან, 30 იანვარს რესტორნების წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციასაც შეუერთდნენ.