საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა მთავრობის ვალის პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირება; ფისკალური დეფიციტის კლება; საერთაშორისო რეზერვების შევსება. ეს კი თავის მხრივ, მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე აისახა. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის შეფასებით, ამ ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება რეიტინგის BB პლუს დონეზე გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.