სარეაბილიტაციო სამუშოები ძველ ხიბულაში

უკვე ცნობილია იმ ექსპონატების ერთი ნაწილი, რომელიც მალე ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლ-მუზეუმში განთავსდება.

საუბარია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირად საარქივო მასალებზე, ფოტოებზე და ხელნაწერ წერილებზე, რომელთა ადრესატები ცნობილი პოლიტიკოსები იყვნენ. დოკუმენტაციის ნაწილი, დევნილობაში ყოფნის პერიოდსაც ასახავს. რამდენიმე ფოტოს, მაყურებელი ჩვენს რეპორტაჟში დღეს პირველად ნახავს. ზაფხულის ბოლოდან კი, სურათები სხვა ექსპონატებთან ერთად, ძველ ხიბულაში მდებარე იმ სახლში გადაინაცვლებს, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.

ორსართულიანი სახლის სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.