სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერება

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ზაალ მიქელაძესა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ქობულეთის დეპუტატობის კანდიდატთან, ცოტნე ანანიძესთან ერთად, პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პეტრას ციხის განახლებისთვის 750 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ციხის დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლებს, ასევე – დერეფნის უბანს.