სარეაბილიტაციო სამუშაოები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში

თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ე.წ. კიკვიძის პარკში უკვე მოეწყო სპორტული მოედნის, სამაგიდო თამაშების მოედნისა და ფანჩატურების საფუძვლები.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთსართულიან შენობას. მოეწყო ერისთავის ქუჩის მხრიდან ჩასასვლელი ორი კიბე. დასრულდა წყალარინების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მოწყობა და შემოიღობა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე. ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობას დღეს თბილისის მერი გაეცნო.