სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მეტროში

ავლაბრის მეტროსადგურმა ნაწილობრივ იერსახე შეიცვალა.

რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მეტროს შესასვლელს. სამუშაოები რამდენიმე თვით გაჭიანურდა, რის მიზეზადაც შენობის სიძველიდან გამომდინარე რთული საინჟინრო გადაწყვეტილებები დასახელდა. მეორე ეტაპზე დაგეგმილია დანარჩენი ტერიტორიის და ქვედა ნაწილის რეაბილიტაცია. ავლაბრის გარდა კიდევ 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც მერია საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას აპირებს. გეგმაშია იმ ძველი ვაგონების ჩანაცვლებაც, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა გასდით.