სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავში

12:26, 17.08.2026

რუსთავში შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩის, შარტავას გამზირის მიმდებარედ, კიდევ ერთი საუბნო სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე და მწვანე დასასვენებელი ზონა მოეწყობა. ანალოგიური სამუშაოები, ერთდროულად, ქალაქის შვიდ სხვადასხვა უბანშია დაწყებული. შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოსახლეობასთან შეთანხმებით, რუსთავის თითქმის ყველა უბანშია დაგეგმილი.

მსგავსი