მეტროსადგური „ვარკეთილი“ აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. სამუშაოები მეტროსადგურის გახსნის შემდეგაც გაგრძელდება, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როცა მეტროს სამუშაო საათები დასრულებული იქნება და იქ მგზავრები არ იქნებიან. თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მუშაობს იმაზე, რომ რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნული სადგური ერთი საათით გვიან გაიხსნას და ერთი საათით ადრე დაიკეტოს.
ამ ეტაპზე, მეტროსადგურში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღისა და დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.