სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთაში 

18:33, 20.08.2026

მცხეთაში, სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს. მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიზეზით ქალაქში შექმნილ ვითარებას ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი. პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ხიდზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდა და ავტოტრანსპორტი ნარეკვავი-მცხეთა-ზაჰესის ალტერნატიულ მარშრუტზე მოძრაობს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქალაქ მცხეთაში სატვირთო მოძრაობის ინტენსივობის ზრდა გამოიწვია.

მსგავსი