სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელვაჩაურის რაიონში

12:23, 16.11.2026

ხელვაჩაურის სოფელ ზანაქიძეებში ორკილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. იგება ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენა. უკვე აშენდა დამცავი ნაგებობა და მოეწყო სანიაღვრე არხები. სამუშაოების დასრულების შემდეგ გზა ზედა ახალშენს სოფელ ხეღრუსთან დააკავშირებს და 200 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს გზის ამ მონაკვეთით. პარალელურად, სამუშაოები სრულდება ორთაბათუმი-მასაურას მიმართულებითაც, სადაც გზის საფარი მოეწყობა ორკილომეტრიან მონაკვეთზე.

მსგავსი