178 მილიონი ლარი ბათუმის ქუჩების რეაბილიტაციისთვის.
სამუშაოების დიდი ნაწილი, რომელსაც ადგილობრივი ოპოზიცია ეჭვის თვალით უყურებს, მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს. საუბარია 23 ქუჩის სრულ რეაბილიტაციასა და ხუთი ახალი ქუჩის მშენებლობაზე. მიმდინარე სამუშაოების გამო ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამტარი, რუსთაველის ქუჩა რამდენიმე თვეა ჩაკეტილია, რის გამოც ბათუმში მოძრაობა კიდევ უფრო გადატვირთულია.
რა კეთდება და როგორ შედეგს გამოიღებს ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზღვისპირა კურორტზე – მერაბ წულუკიძე და ედუ კოჩალიძე დეტალებით.