სარეაბილიტაციო სამუშაოები
სურამში, რაგბის სტადიონის მშენებლობა იწყება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა რაგბის მაღალი ხარისხის ხელოვნურ საფარიანი სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და განათების თანამედროვე სისტემა. გათვალისწინებულია გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.
სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.