სარეაბილიტაციო სამუშაოები
დიდუბის რაიონის გამგეობამ, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში 4 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიის რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მოძველებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდა თანამედროვე გარე განათების სისტემა. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო და სპორტული ზონები, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. გარდა ამისა, მიმდებარედ მოეწყო ტროტუარი და საპარკინგე სივრცე. განხორციელდა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაციაც. პროექტის ღირებულებამ 665 ათას ლარზე მეტი შეადგინა. სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა.