თბილისში, ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალში, №10 და №15 კორპუსების მიმდებარედ, სკვერისა და სპორტული მოედნების განახლება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ორი საბავშვო გასართობი მოედანი და სხვადასხვა ატრაქციონი მოეწყობა. ასევე, გაკეთდება ფიტნეს ზონა და გადახურული პავილიონი. სკვერისა და სპორტული მოედნების პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 1 150 000 ლარს შეადგენს.