სარეაბილიტაციო სამუშაოები
იყალთოს კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის რებილიტაცია გრძელდება. ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს კულტურის მინისტრი გაეცნო. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ტაძრის კალთებზე სპილენძის გადახურვისა და სარტყელის მოწყობა; გვიანდელი შელესილობისა და შეღებილი ნაწილების მოხსნა. უკვე ჩატარდა საძირკვლის გამაგრების სამუშაოები; გუმბათზე მოეწყო სპილენძის გადახურვა.