სარეაბილიტაციო სამუშაოები
თბილისში, ფიროსმანის ქუჩის 29 ნომერში მდებარე შენობის რეაბილიტაცია გრძელდება. შენობა მეცხრამეტე საუკუნისაა და წლების განმავლობაში, იქ ნიკო ფიროსმანი ცხოვრობდა. ახლა კი შენობის გარკვეულ ნაწილში მხატვრის მუზეუმია განთავსებული. რეაბილიტაციის ფარგლებში, თითქმის ორ საუკუნოვან ნაგებობას, ავთენტური სახე შეუნარჩუნდება. შენობის დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაა და იქ 60-მდე ადამიანი ცხოვრობს. რეაბილიტაციის პერიოდში, ისინი მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი. შენობის განახლების შემდეგ კი მათ სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. პროექტის ღირებულება რვა მილიონი ლარია. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.