სარეაბილიტაციო სამუშაოები

18:29, 18.09.2025

გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა, მოადგილეებთან და რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს. მოეწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური ე.წ. ლედ სანათები. გამოიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი და მოსაცდელები, საპარკინგო ადგილები, ასევე –  დამონტაჟდა შუქნიშნები. პარალელურად, გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

მსგავსი