სარეაბილიტაციო სამუშაოები
ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი გაეცნო. რეაბილიტაცია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის №6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ასევე, ვაკის პარკიდან ვაკის სასაფლაომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და გიორგი წერეთლის ქუჩაზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებულია. ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს საყრდენი კედლის მშენებლობა. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.