სარეაბილიტაციო სამუშაოები

18:39, 13.06.2025

ქალაქ ცაგერის და დაბა ლენტეხის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია გრძელდება.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. შედეგად, ქალაქ ცაგერის, სოფელ ქვედა ცაგერისა და დაბა ლენტეხის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტისთვის 32 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

მსგავსი