სარეაბილიტაციო სამუშაოები
გლდანის გამგეობა სანდრო ახმეტელის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები 15 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ელექტროსადენები განთავსდება მიწისქვეშა კაბელ-არხებში, შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური სანათები. ასევე, გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები.