სარეაბილიტაციო სამუშაოები

სოფელ წინუბანში, სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობა და მაგისტრალური წყალსადენი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში მოეწყო მაგისტრალური წყალსადენი, სალექარი, გამწმენდი ნაგებობები და საქლორატორო. ამ დროისთვის, სოფლების წინუბნის, გურკელის, აგარის და  ზიკილიის მაცხოვრებლები უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობენ. სოფელ მუგარეთში, კი მაგისტრალური წყალსადენი ნაწილობრივ მოწყობილია, მეორე ეტაპის სამუშაობის შემდეგ კი პრობლემა სრულად მოგვარდება.

პროექტზე 894 895 ლარი დაიხარჯა.