სარეაბილიტაციო სამუშაოები

ტაშკენტისა და მიმდებარე ქუჩებზე მაღალი ძაბვის სადენების დემონტაჟი დაიწყო.

საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზები საკაბელო ხაზებით იცვლება. პროექტს „თელასი“ ახორციელებს. სამუშაოები ნოემბერში დასრულდება. პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერი გაეცნო.