სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

18:30, 04.10.2026

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალიშვილი 60 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა პირველი ორი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა, მეოთხედფინალში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც ფრანგ ვალადიერ პიკარდს სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

პირველ დღეს მედლების კომპლექტი მამაკაცთა 60 და ქალთა შორის 48 კგ კატეგორიებში გათამაშდება. ფინალური ბლოკი ამ წუთებში მიმდინარეობს.

მსგავსი