სარჩელი საქალაქო სასამართლოში

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს მიმართეს. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნით, „ცენტრ ემპათიისა“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიმართეს.