სარჩელები ცესკო-ს დადგენილების წინააღმდეგ

15:14, 06.04.2025

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო ცესკო-ს წინააღმდეგ კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და ისფედის სარჩელებს განიხილავს. პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს ახალი დადგენილების გაუქმებას ითხოვენ. მათ სასამართლოში სარჩელები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიტანეს, თუმცა მოსამართლემ მათი გაერთიანებისა და ერთ წარმოებად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. „ლელოს“ იურისტები აცხადებენ, რომ „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ცესკო-ს ახალი დადგენილება უკანონოა და საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება. საუბარია იმ ცვლილებებზე, რომლებიც არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგ შეზღუდვებს აწესებს. მათ შორის დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვეღარ შეძლებენ.

მსგავსი