სარაკეტო იერიში ირანში

სარაკეტო იერიში განხორციელდა ირანში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. განადგურდა ისპაჰანში მდებარე დრონებისა და საბრძოლო მასალების მწარმოებელი სამხედრო ქარხანა. ძლიერი ხანძარი გაჩნდა ქალაქ შაჰიდ-სალიმში მდებარე ძრავის ზეთების მწარმოებელ ქარხანაში, აფეთქება იყო ქალაქ დიზფულის ავიაბაზაზე, აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ვრცელდება ცნობები ქალაქ ჰამადანიდან და რეშტიდან. აფეთქებების ხმა ისმოდა ასევე დედაქალაქშიც. თვითმხილველთა განცხადებით, თავდასხმები განხორციელდა სამთავრობო შენობებზე, რის შედეგადაც, ჰაერში ირანული თვითმფრინავები გამოჩნდა. ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.