რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაიღუპა 31 და დაშავდა 83 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვია. დაღუპულების უმეტესობა სამოქალაქო პირია. ადგილობრივი მთავრობა იუწყება, რომ რუსეთმა იერიშის დროს ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებსა და ევროპას მკაცრი რეაქციისკენ მოუწოდა.
„აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია, ლაპარაკს არასდროს შეუჩერებია ბალისტიკური რაკეტები და საავიაციო ბომბები. საჭიროა რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს“ – აღნიშნა ზელენსკიმ.