რუსთავში უეფა-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 8000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირება ხორციელდება. არქიტექტურული კონცეფციების კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია „სტუდიო 9“-მ წინასაპროექტო კვლევა უკვე დაასრულა. პროექტის დეტალები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რუსთავის მერთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, პარლამენტში რუსთავის დელეგატთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე განიხილა. მოგვიანებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა „სტუდია 9“-ის ოფისშიც. პროექტირების დასრულების შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სამშენებლო ტენდერს გამოაცხადებს.