სარაგბო მატჩი ქუთაისში

ქუთაისში „საქართველო 15“, ინგლისის საგრაფოების ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ სახელით ის შარშან ზაფხულში ჩამოყალიბდა და „რაგბის ზაფხულის თასზე“ „არგენტინა 15“-ს და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, ხოლო მარტში, რუსეთის „ა“ ნაკრებს ეთამაშა.

შეხვედრა ქუთაისის „აია არენაზე“ 18 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება თავისუფალია.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.