საქველმოქმედო სამედიცინო აქცია
სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მედპერსონალმა დაბა მანგლისში მცხოვრები ომის ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა. მოძრავი ამბულატორიის საშუალებით, კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა 70-მდე ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაუწია სამედიცინო მომსახურება. ასევე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია და ელექტრო კარდიოგრაფიაც. განხორციელდა 280 სამედიცინო ვიზიტი. საქველმოქმედო აქცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
სამხედრო მედიცინის დღე საქართველოში 11 აგვისტოს აღინიშნება.